English / ქართული / русский /
დავით ასლანიშვილიქრისტინე ომაძე
საქართველოს საგარეო ვალის სტრუქტურა და არსებული სიტუაციის გამოწვევები

ანოტაცია 

სტატიაში გაანალიზებულია საქართველოს საგარეო ვალის სტრუქტურა (15,5 მლრდ აშშ დოლარი) და გადახდის გრაფიკი, მოცემულია საგარეო ვალის გადახდაზე გამოთქმული რიგი მოსაზრების არგუმენტაცია და ის გამოწვევები, რისი გადალახვა უწევს საქართველოს ბიზნესს 2017 წლის განმავლობაში.

საკვანძო სიტყვები: საგარეო ვალი, დაუყოვნებლივ დაფარვა, პროლონგაცია, საქარველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, გალარების პროგრამა.

საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიზნით ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან საგარეო ვალის აღება ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. საგარეოვალის აღებისას კი მისი პრიორიტეტია საერთაშორისო ბაზარზე არსებული დაბალი განაკვეთი, ვალის გრძელვადიანობა (10 წელი და მეტი) და საჭიროების შემთხვევაში, ვალის გახანგრძლივების (პროლონგაციის) შესაძლებლობა.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, საქართველო სსახელმწიფო და საგარეო ვალი შეადგენს 15,5 მლრდ აშშ დოლარს, საიდანაც სახელმწიფო ვალის ოდენობა 4,5 მლრდ დოლარია (წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო http://mof.ge/5033). 11 მლრდ აშშ დოლარი კი კერძო სექტორის საგარეო ვალია (მათ შორის სახელმწიფო საწარმოების მიერ აღებული საგარეო ვალი).

თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ სახელმწიფო საგარეო ვალის ოდენობა და გადასახდელი თანხა მიმდინარე და მომდევნო წლებში არის უმნიშვნელო (400 – 500 მლნაშშდოლარის), უპრიანია დეტალურად ვიცოდეთ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყნის კერძო სექტორი, რომლის მიერ აღებული საგარეო ვალების ხვედრითი წილი მნიშვნელოვნად აჭარბებს სახელმწიფო ვალის ოდენობას.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით და განმარტებითი ბარათის მიხედვით (წყარო: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=2920)  2012 – 2015 წწ. განმავლობაში, მიუხედავად საგარეო ვალის დიდი ოდენობისა, მისი მომსახურება რაიმე არსებით პრობლემას არ უქმნიდა საქართველოს ეკონომიკას.

ცხრილი 1

ერთ წელზე ნაკლებ დროში გადასახდელი თანხები, სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებული "საგარეო  ვალის გადახდის გრაფიკის" ცხრილების მიხედვით

(მლნ აშშ დოლარი)

 

31 დეკ-12

31 დეკ-13

21 დეკ-14

31 დეკ -15

31 მარტ-16

საგარეო ვალის მომსახურება, სულ

4 751.1

4 777.7

4 661.4

4 780.3

4 223.0

ამასთანავე, სახეზეა ლარის კურსის მკვეთრი დევალვაცია ნიშნულიდან 1 აშშ დოლარი  = 1.65 ლარს, ნიშნულამდე 1 აშშ დოლარი =2,45 ლარი (2017 წლის 1 მაისის მდგომარეობით). ამასთანავე, 2016 წლის ნოემბერში კურსმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ბლუმბერგის მონაცემებით 1 აშშ დოლარი = 2,8175 ლარს გაუტოლდა(წყარო: https://www.bloomberg.com/quote/USDGEL:CUR)

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით,ცხრილში მოცემული გადასახდელი თანხები საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, მაგრამ, ეს არ არის ის თანხები, რაც ქვეყანამ უნდა გადაიხადოს, რადგან, როგორც პრაქტიკა ცხადყოფს,გადახდა ნაწილობრივ (დაახლოებით ნახევრის) ხდება საქონლისა და მომსახურების მიწოდებით. ამასთანავე, ეროვნული ბანკის მონაცემებით,გრძელვადიანი სავალო ფასიანი ქაღალდების (ობლიგაციების) შემთხვევაში, ხშირად გადახდის თარიღის მოახლოებისას ხდება ახალი ობლიგაციების გამოშვება და ძველის გამოსყიდვა,ანუ გადახდის თარიღის გადაწევა.

ამასთანავე, ეროვნული ბანკის აზრით,ყველა სავალო ინსტრუმენტის შემთხვევაში ხდება როგორც ძველი ვალდებულებების გადახდა, ისე ახალი ვალდებულებების აღება, ხოლო ცხრილში 2 "საგარეო  ვალის გადახდის გრაფიკი", ვხედავთ მხოლოდ გადახდის მხარეს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ვალდებულებების აღება უმეტესწილად ჭარბობს გადახდას, რის გამოც წმინდა ნაკადი დადებითია, რაც ჩანს ქვემოთ მოყვანილი ცხრილიდან.

ცხრილი 2

საგარეო ვალი და წმინდა ცვლილება

(მლნ აშშ დოლარი)

 

2012

2013

2014

2015

2016

საგარეო ვალის ნაშთი

პერიოდის ბოლოს 

12 035.7

13 290.1

13 741.8

15 036.7

14 607.8

ამ მხრივ საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაჩნია, რომ ქვეყანაში სავალუტო სახსრების შემოდინების და გადინების ანალიზისას უმჯობესია ვიხელმძღვანელოთ არა "საგარეო ვალის გადახდის გრაფიკით" (რომელიც საორიენტაციოა), არამედ საგადასახდელო ბალანსით, რომელშიც მოცემულია შემომავალი და გამავალი ნაკადები სხვადასხვა ეკონომიკური აქტივობის მიხედვით დროის გარკვეული პერიოდებისათვის.

თუმცა რეალობა სხვაგვარად გამოიყურება. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ყოფილი ხელისუფლების პერიოდში აღებული საგარეო ვალი დღეს ეროვნული ვალუტის სისუსტის მთავარი მიზეზია.

2016 წლის ივნისის მონაცემებით,საქართველოსმომდევნო 6 თვის მანძილზე 1,628 მლრდდოლარისსაგარეოვალიჰქონდა გასასტუმრებელი. ესთანხამე-3 დამე-4 კვარტალშიროგორცსამთავრობო, ასევესხვასექტორშიკრედიტორებსუნდაგადაეხადათ.

ამ მასშტაბით საგარეო ვალის მომსახურება ეროვნულ ვალუტას სერიოზულ პრობლემას უქმნიდა, რაც ლარის კურსის ვარდნაში გამოიხატა. ამ მხრივ, გაუმჯობესებული მაკროეკონომუკური მაჩვენებლების ფონზე, ლარის სუსტი პოზიცია სწორედ საგარეო ვალის მომსახურებას უკავშირდება.

2016 წლის მონაცემით სიტუაცია კიდევუფრო მძიმდებოდა 2017 წლისგანმავლობაში.მთლიანობაში, მხოლოდ 2016 წელს გადასახდელი საგარეო ვალის ოდენობა 4,780 მლრდაშშ დოლარს უდრიდა და ის მთლიანიშიდაპროდუქტის 34%-სშეადგენდა. სამწუხაროდ, 2017 წელს სიტუაცია კვლავ არასახარბიელოდ გამოიყურება.

2017 წლისაპრილშისაქართველოსეროვნული ბანკის მიერ გამოაქვეყნდასაგარეოვალებზემომსახურებისახალიგრაფიკი 2017 წლისთვის (იხილეთსრულად: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304/edgrfgeo.xls).

ცხრილის მიხედვით, რომლის მოკლე ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აგრეთვე თანდართულ ცხრილში (ცხრილი 3), ირკვევა, რომ მიმდინარე წელს კერძო სექტორში მოღვაწე კომერციული ბანკების და კერძო კომპანიების საგარეო ვალის ტვირთი შეადგენს 3,8 მლრდ აშშ დოლარს (აქედან ძირი: 3.15 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო მასზე გადასახდელი პროცენტი-673 მლნ აშშ დოლარი).

დამატებით გასათვალისწინებელია ე.წ. „დაუყოვნებლივ“ მუხლი, რომელიც  შეადგენს 875 მლნ აშშ დოლარს (აქედან ძირი: 750 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო პროცენტი-125 მლნ აშშ დოლარი). მუხლი „დაუყოვნებლივ“ მოიცავს ისეთ ვალდებულებებს, რომლებიც უკვე ვადა გადაცილებულია და მათ ზემომსახურება ჯერ კიდევ 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვერ მოხერხდა. ჯერ კიდევ 2016 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით, მუხლი „დაუყოვნებლივ“ 735 მლნ დოლარს შეადგენდა, ე.ი. 2016 წლის მეოთხე კვარტალში 140 მლნ დოლარით გაიზარდა. განსაკუთრებით თვალში საცემია ის გარემოება, რომ ე.წ. „დაუყოვნებლივ“ მუხლის მნიშვნელოვანი ნაწილი – 508 მლნ აშშ დოლარი (ე.ი. 60%) მოიცავს საბანკო სექტორის დავალიანებებს საერთაშორისო კრედიტორების წინაშე.

ამ „დაუყოვნებლივ“ მუხლის გათვალისწინებით, ჯამურად მიმდინარე წელს საქართველოს საგადასახადო ტვირთი საერთაშორისო კრედიტორების წინაშე შეადგენს 4.7 მლრდ აშშ დოლარს (აქედან დასაფარი ძირი თანხა 3.9 მლრდ აშშ დოლარია, ხოლო პროცენტი-800 მლნ). თუ დავუმატებთ ამ ციფრს სახელმწიფო საგარეო ვალის გადასახდელ ნაწილს - 400 მლნ აშშ დოლარს, ვიღებთ 5,1 მლრდ აშშ დოლარის საგარეო ვალის გადასახდელ თანხას.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ მიაღწია მსოფლიო ბანკის პროგრამის განახლებას. თუმცა, 4.7 მლრდ აშშ დოლარის დასაფარი საგარეო ვალის ოდენობასთან მიმართებით სავალუტო ფონდის დანაპირები 285 მლნ დოლარის მოცულობის სესხად გამოყოფა (რაც თავისთავად მნიშვნელოვანია) არ არის საკმარისი ამ ოდენობის საგარეო ვალის ტვირთის უმტკივნეულოდ გადატანის საქმეში. საგარეო ვალის აღნიშნულ მოცულობა ზემომსახურება შეიძლება მიჩნეულ იქნეს აგრეთვე, როგორც მნიშვნელოვანი ტვირთი სავალუტო ბაზრისთვის.

ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია რიგი საკითხის გარკვევა:

– რატომ დაგროვდა და გაიზარდა მუხლი „დაუყოვნებლივ“ და 875 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

– არსებობს თუ არა კომერციულ ბანკებთან ერთად შემუშავებული გეგმა, თუ როგორ აპირებს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნებას, განსაკუთრებით იმის პირობებში, რომ ე.წ. „დაუყოვნებლივ“ მუხლის მნიშვნელოვანი ტვირთი მოდის საბანკო სექტორზე.

– განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ, საგარეო ვალის მომსახურებასთან დაკავშირებული სავალუტო რისკების ფონზე, როგორც მომხმარებლებს, ისე ბიზნესს შესთავაზოს სესხების გალარების საყოველთაო პროგრამა, მოიხსნას ყოველგვარი თანხობრივი ან დროითი შეზღუდვა და საკრედიტო პორთფელი სრულად გალარდეს.

მიგვაჩნია, რომ სანიმუშო ფისკალური დისციპლინით მიღწეული საბიუჯეტო პროფიციტის პირობებში, გაცვლითი კურსის შესაბამისი სუბსიდირების განხორციელება არის სავსებით რეალური და აქვს წარმატების კარგი წინაპირობები.

ცხრილი 3

საგარეო ვალის გადახდის გრაფიკი

 გამოყენებული ლიტერატურა

  1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო http://mof.ge/5033;
  2. საქართველოს ეროვნული ბანკი https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=2920;
  3. ბლუმბერგი https://www.bloomberg.com/quote/USDGEL:CUR;
  4. საქართველოს ეროვნული ბანკი https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304/edgrfgeo.xls)
  5. https://bpn.ge/finansebi/33200-davith-aslanishvili-khvalzeg-gamoiare-sabanko-oligopoliis-pasukhi-saerthashoriso-kreditorebs.html?lang=ka-GE